
როგორ დასჯის მოლდოვა რუსეთის მხარეს მებრძოლ მოქალაქეებს
26/09/2022 19:53:59 ევროპა
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება განიხილავს მოლდოვის მოქალაქეობის გაუქმების ვარიანტს რუსული პასპორტის მქონე ქვეყნის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც იბრძოლებენ უკრაინაში რუსული არმიის მხარეს,– იუწყება ადგილობრივი გამოცემა NewsMaker.
მისი თქმით, რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ, არსებობს რისკი, რომ დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებიც გამოიძახონ. მოლდოვამ არ უნდა დაუშვას თავისი მოქალაქეებს "აგრესორის მხარეზე" ბრძოლა, - თქვა სანდუმ.
ასევე დაგეგმილია სასჯელის გამკაცრება მოლდოვის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, თუმცა იბრძვიან რუსეთის არმიის მხარეს.
სანდუმ დაავალა მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს მოლაპარაკებების დაწყება რუსულ მხარესთან, რათა გამოირიცხოს რუსეთში მცხოვრები მოლდოვის მოქალაქეების მობილიზება.
„სურვილის შემთხვევაში მათ სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარებიან. საელჩო უკვე მუშაობს გაძლიერებულ რეჟიმში, რათა უპასუხოს მზარდ რაოდენობას“,- განაცხადა მოლდოვას პრეზიდენტმა.
საქართველოს ხელისუფლება ხშირად აქცენტირებს, რომ რუსეთში 1 მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური რეკომენდაციები არ გაუცია მაგალითად, პირთათვის, რომლებიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობას ერთდროულად ფლობენ, ცხოვრბენ რუსეთში და შესაძლოა, დაექვემდებარონ მობილიზებაც, რომელიც რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა.