Accentnews.ge
რუსული Nord Stream 2–ის გაზი ბალტიის ზღვაში აღმოჩნდა

რუსული Nord Stream 2–ის გაზი ბალტიის ზღვაში აღმოჩნდა

26/09/2022 20:38:07 ევროპა

დანიის ხელისუფლებამ გემებს მოუწოდა, თავი შეიკავონ კუნძულ ბორნჰოლმის მიდამოებში შესვლიგან მას შემდეგ, რაც ღამით რუსული Nord Stream 2 გაზსადენიდან გაზის გაჟონვა დაფიქსირდა,– იტყობინება Reuters.

გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ მჭიდრო კავშირშია დანიის ხელისუფლებასთან ავარიის მიზეზების გამოსაძიებლად. დანიის ენერგეტიკის სამინისტრომ კომენტარისგან თავი შეიკავა.

26 სექტემბრის ღამეს Nord Stream 2-ის ოპერატორმა განაცხადა, რომ გაზსადენში წნევა 105 ბარიდან 7-მდე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ Nord Stream 2 არასოდეს ჩაშვებულა ექსპლუატაციაში, მისი 300 მილიონი კუბური მეტრი გაზით ავსება მოესწრო რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე გერმანიამ გააუქმა მისი ჩაშვება. გაჟონვა მოხდა ბალტიის მილსადენის საზეიმო გახსნამდე ერთი დღით ადრე, რომლითაც ნორვეგიიდან გაზი პოლონეთს მიეწოდება. ამ გზით ცდილობს ვარშავა, მთლიანად ჩაეხსნას რუსულ ნედლეულს.

მას შემდეგ რაც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა, Nord Stream 2 გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება შეწყდა, თუმცა მისი მშენებლობა თითქმის დასრულებულია. Nord Stream 1 გაზსადენი აგრძელებდა ფუნქციონირებას, მაგრამ ივნისში გაზპრომმა მნიშვნელოვნად შეამცირა მიწოდების მოცულობა „ტექნიკური სირთულეების“ მოტივით. მოსკოვი უარყოფს დასავლეთის ბრალდებებს, რომ გაზის მიწოდება შეზღუდულია ევროპასზე პოლიტიკური ზეწოლის მოდენის მიზნით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S