Accentnews.ge
მედია – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მობილიზაციის გამო სხვა ქვეყნებში გადასული მოქალაქეების ექსტრადირების მოთხოვნას არ აპირებს

მედია – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მობილიზაციის გამო სხვა ქვეყნებში გადასული მოქალაქეების ექსტრადირების მოთხოვნას არ აპირებს

27/09/2022 13:09:13 პოლიტიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მობილიზაციის გამო სხვა ქვეყნებში გადასული მოქალაქეების ექსტრადირების მოთხოვნას არ აპირებს, – იუწყება რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.

„ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუგზავნია არანაირი მიმართვა ყაზახეთის რესპუბლიკის, საქართველოს და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებისთვის იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების თითქოსდა რუსეთში იძულებით დაბრუნების შესახებ. მიმართვა არ შემუშავებულა და არც იგეგმება მისი გაგზავნა“, – განაცხადეს სამინისტროში.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" 21 სექტემბერს გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრ შოიგუს მტკიცებით, მობილიზაცია ეხება 300 ათას რეზერვისტს. გამოცემა "Новая газета" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინის განკარგულების გასაიდუმლოებული მუხლი მილიონი ადამიანის გაწვევას ითვალისწინებს.

21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და აქციის მონაწილეები დააკავა.

პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.

დღეს საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ "ქვეყანაში დღეში შემომსვლელი რუსების რაოდენობა 10 ათასამდე, სადღაც 40-45%-ით გაიზარდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S