Accentnews.ge
სომხეთში ორი რუსული სამგზავრო თვითმფრინავი არ შეუშვეს

სომხეთში ორი რუსული სამგზავრო თვითმფრინავი არ შეუშვეს

28/09/2022 09:25:59 კავკასია

სომხეთში რუსული სახელმწიფო კომპანია "Аэрофлот"-ის ორი სამგზავრო თვითმფრინავი არ შეუშვეს, - იუწყება გამოცემა "Baza".

მისივე ინფორაციით, ორივე საჰაერო ხომალდი (SU 7072 და SU 1868), რომელიც მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტიდან ერევნის მიმართულებით ასრულებდა რეისებს, ქალაქ მინერალურ წყლებში დაეშვა იმის გამო, რომ როგორც გაირკვა, ფრენის ლიცენზიის ვადა ამოწურული ჰქონდათ.

რამდენიმე საათში ხსენებული რეისების მგზავრებს მინერალურ წყლებში ჩააკითხათ "Аэрофлот"-ის კიდევ ერთმა ბორტმა, რომელსაც ერევანში ფრენის ლიცენზია ჯერ კიდევ აქვს.

როგორ მოხდა, რომ "Аэрофлот"-ი არ იყო ინფორმირებული ორი თვითმფრინავის ლიცენზიების ვადის ამოწურვის შესახებ - ჯერ-ჯერობით გაუგებარია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S