
NDI – მათგან, ვისაც ანაკლიის პორტის შესახებ სმენია, 85% ფიქრობს, რომ ის ქვეყანას სარგებელს მოუტანს
21/05/2019 09:25:24 ეკონომიკა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 76%-ს სმენია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ, ხოლო მათგან, ვისაც ამ პროექტის შესახებ სმენია, 85% ფიქრობს, რომ ახალი პორტი საქართველოსთვის სარგებლის მომტანი იქნება.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.