ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: "მიგრანტების დიდი ნაწილი ქვეყანაში დარჩენას 6-თვიდან 12 თვემდე ვარაუდობს"

28-09-2022 16:07:24 ეკონომიკა

"მიგრანტების დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენის შესაძლებლობას 6-თვიდან 12თვემდე ასახელებს”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შეიძლება, მცირე ნაწილი შედარებით უფრო ხანგრძლივად დარჩეს ქვეყანაში.

"ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე რა მოხდება რუსეთში, რა მოხდება უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომში და აქედან გამომდინარე, მიიღებენ ალბათ ეს ადამიანები გადაწყვეტილებას. დარწმუნებით რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ამ ნაკადის გარკვეული ნაწილი არის დროებითი, თუმცა შეიძლება მცირე ნაწილი შედარებით უფრო ხანგრძლივად დარჩეს ქვეყანაში“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები