
ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე აფეთქებების ხმები ისმის
28/09/2022 17:40:49 ევროპა
ანექსირებული ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე სოფელ სანატორნოიეში აფეთქებების ხმები ისმის, იუწყება ყირიმის ტელეგრამ–არხები.
როგორც „ЧП Крым“ იტყობინება, რომ აფეთქებები ისმის იალტადან.
თავის მხრივ, «Крымский ветер» განმარტავს, რომ აფეთქებების ხმა ისმის ალუპკაშიც.
„აფეთქებების ხმა გაისმა ალუპკაში. ათი აფეთქება ხუთ წუთში. ჩვენი წყაროები იუწყებიან, რომ აფეთქებები სოფელ სანატორნოეშიც გაისმა იალტის მიმართულებით“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ან ყირიმის „ხელისუფლების“ ოფიციალური კომენტარები ამჟამად არ არსებობს.
აგვისტოდან ყირიმსა და სევასტოპოლში თითქმის ყოველდღიურად ისმის აფეთქებების ხმები. რუსეთის ხელისუფლებამ სევასტოპოლში აფეთქებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე დაიწყეს თავშესაფრების შემოწმება.