Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი ფრონტზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე ინფორმაციას აქვეყნებს

უკრაინის გენშტაბი ფრონტზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე ინფორმაციას აქვეყნებს

28/09/2022 18:06:46 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფრონტზე 28 სექტემბრის საღამოს ოპერატიული ვითარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

მოხსენების თანახმად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტების დაზვერვის, ცეცხლის რეგულირებისა და დარტყმის მიზნით, რუსეთის არმიამ იუჟნობუგსკის მიმართულებით უპილოტ საფრენი აპარატებით 40-მდე გაფრენა განახორციელა.

„მიმდინარე დღის განმავლობაში დამპყრობლებმა განახორციელეს 2 სარაკეტო და 3 საჰაერო დარტყმა, 6-ზე მეტი თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან“, - ნათქვამია მოხსენებაში.

გენშტაბის ცნობით, დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები ზაიცევოს, მაიორსკის, ჟელეზნოიეს, ოდრადოვკას, ნიკოლაევკა მეორეს, ოზერიანოვკას, პერვომაისკოეს, პობედას, ნოვომიხაილოვკას, პავლოვკასა და ბეზიმიანის დასახლებებში.

„სახმელეთო დაჯგუფებების მოქმედებების მხარდასაჭერად, თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის ორ დასაყრდენს დაარტყეს. სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ დაარტყა სამეთაურო პუნქტს, მოწინააღმდეგის ძალის და აღჭურვილობის კონცენტრაციის ოთხ ზონას და ერთ სატელიტურ სადგურს“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

რუსული მხარე ზარალის შესახებ არ საუბრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S