Accentnews.ge
სომხეთი ОДКБ-დან გასვლის საკითხს განიხილავს

სომხეთი ОДКБ-დან გასვლის საკითხს განიხილავს

29/09/2022 08:55:28 კავკასია

სომხეთის მმართველი პარტიის სპარლამენტო ფრაქციამ ქვეყნის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) დატოვების ან მასში წევრობის დროებითი "გაყინვის" საკითხის განხილვა დაიწყო.

"მივედით იმ მომენტამდე, როცა სომხეთი უმძიმეს ვითარებაშია და არც სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი გვეხმარება, არც ОДКБ. სომხეთ-აზერბაიჯანის 44-დღიანი ომის დროს შეიარაღების ერთადერთი მოწოდება - ეს იყო ხანჯალი, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავის სომეხ კოლეგა არშაკ კარაპეტიანს უსახსოვრა. "შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ სომხეთისთვის იარაღის მიწოდების პროცესი დაიწყო" - ბრძანა მაშინ შოიგუმ, მაგრამ მას შემდეგ რუსეთს სომხეთისთვის აზერბაიჯანის აგრესიის მოსაგერიებლად აღარაფერი გადმოუცია და როგორც სექტემბერში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, მართალია, სომხეთს გააჩნია თანხები იარაღის შესაძენად, მაგრამ მას ან არ ყიდიან, ან მოწოდება არ შეუძლიათ. აშშ მოგვაწვდის იარაღს თუ ОДКБ-ს დავტოვებთ, - ეს წინასწარი პირობაა" - განაცხადა დეპუტატმა.

უნდა აღინიშნოს, რომ საჯაროდ ვაშინგტონს ერევნისთვის მსგავსი პირობა არ წაუყენებია, ხოლო თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით ტონოიანმა, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის, განაცხადა, რომ ОДКБ-ს წევრობა სომხეთისთვის დასავლეთში იარაღის შესყიდვის კუთხით წინაღობას არასოდეს წარმოადგენდა.

თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე არტაკ ზაქარიანი აღნიშნავს, რომ თუ კი აშშ-სგან იარაღის შეყიდვა არ გამოვა, სომხეთს შეუძლია, გააფორმოს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ირანთან - როგორც იარაღის შესყიდვის, ერთობლივი წვრთნების კუთხით.

13 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო მოქმედებები გნახლდა. ერევანმა ბაქო სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა, ხოლო ბაქომ ერევანი - მომარაგების გზების დანაღმვაში. ორ დღეში მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა სამხედრო დახმარებისთვის რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა, რომელიც, მისი წესდების მეოთხე მუხლის შესაბამისად, ვალდებულია, აგრესიის შემთხვევაში წევრი სახელმწიფო დაიცვას, თუმცა ОДКБ-მ მხოლოდ "ღრმა შეშფოთება" გამოთქვა.

20 სექტემბერს ერევანში ОДКБ-ს გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი ჩავიდა, იგეგმებოდა მისი შეხვედრა ფაშინიანთან, მაგრამ პრემიერი ნიუ-იორკში გაფრინდა გაერო-ს გენასამბლეაზე, სადაც NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ამის შემხედვარე ზასმა სომხეთი დაგეგმილზე რამდენიმე დღიტ ადრე დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S