Accentnews.ge
პესკოვი: "პუტინსა და ლუკაშენკოს ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ"

პესკოვი: "პუტინსა და ლუკაშენკოს ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ"

29/09/2022 12:37:32 პოლიტიკა

"რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სოჭში შეხვედრის დროს მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ", - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე არ ყოფილა საუბარი არც ყირიმის აღიარებაზე.

„ეს თემები არ განხილულა. ეს არის აბსოლუტურად შიდა საკითხი, ბელარუსის სუვერენული უფლება და ჩვენ ველით, რომ ჩვენი ბელარუსი თანამებრძოლები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის: 28 სეტქემბერს ლუკაშენკოს არაოფიციალური ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს პირველმა პირებმა ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პუტინისა და ლუკაშენკოს პორტრეტები დაწვეს.

ამავე თემაზე: ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში: რატომ ახლა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S