
რეზნიკოვი: „უკრაინისთვის იარაღის მოწოდების შესახებ ინფორმაციის დეფიციტი არ ნიშნავს, რომ მოწოდება შემცირდა“
29/09/2022 13:37:02 ევროპა
უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა არ ნიშნავს მიწოდების შემცირებას.
"არაა მართალი. თავდაპირველად, პარტნიორები დაგვეხმარნენ ნებისმიერი საბჭოთა იარაღის მოძიებაში - საბრძოლო მასალისგან დაწყებული, თავად სისტემების ჩათვლით...პირველი MLRS სისტემები არის მოვლენა. მაგრამ შემდგომ არ გიამბობთ, მათთვის რამდენ საბრძოლო მასალას ვიღებთ. მოხსენების ინტენსივობა დაეცა. გარდა ამისა, „რამშტაინიდან“ ბევრი პარტნიორი ამბობს, „ჩვენ ვაძლევთ ამას და ამას, მაგრამ არ არის საჭირო ამის შესახებ განცხადების გაკეთებაო“. მე, მათ სურვილებს ვასრულებ – არ ვამბობ. გამარჯვების შემდეგ ყველას შევაქებთ“,– განაცხადა რეზნიკოვმა „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში.
უკრაინელი მინისტრის თქმით, „რამშტაინის“ მონაწილე ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა მიიღეს „სიგნალი“, რომ მათი მთავრობები უკრაინის დახმარების გრძელვადიან პერსპექტივას მხარს უჭერენ.
„მათ ესმით, რომ დღეს მხოლოდ იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდება არ კმარა. გვჭირდება რემონტი, მომსახურება და შემდეგ - წარმოების დაწყება. ისინი დაინტერესებულნი არიან თავად აწარმოონ, რათა საწყობებიდან იარაღი მოგვცეს“, - განაცხადა მან და დასძინა „სხვათა შორის, Harpoon–ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების საკითხიც მოგვარებულია – ისინი ჩვენს „ნეპტუნთან“ მეგობრობენ და რუსული ფლოტი ნოვოროსიისკში გააძევეს. დარჩა საშუალო და გრძელი მანძილი [ამ მანძილზე მოქმედი იარაღი]. აი, საბრძოლო თვითმფრინავებთან და ტანკებთან დაკავშირებული საკითხი არ მოგვარებულა. არსებობს მრავალი ფაქტორი, მათ შორის ხანგრძლივი სწავლება. მაგრამ მთავარი, სავარაუდოდ, ის არის, რომ ეს არის ყველაზე ძვირი, რაც შეიძლება, იყოს და მოითხოვს შეკეთებას, მოვლას, მომსახრებას. შეუძლებელია, დღეს ტანკები მოგცენ და მათი მოვლა-პატრონობის ვალდებულება არ აიღო“.
მას მიაჩნია, რომ ტანკების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება დროის საკითხია.