
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები კვლავ გაცვალეს
29/09/2022 13:48:59 ევროპა
ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ ოთხი საზღვაო ქვეითი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი იუწყება.
"კიდევ მეტი ჩვენიანი სახლში. მოხდა ტყვეთა მორიგი გაცვლა. ჩვენ დავბრუნდით 6 - ოთხი საზღვაო ქვეითი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ოფიცრები - ალექსეი ბულახოვი და ნიკოლაი კოსტენკო. ჯარისკაცები - ლუდმილა გერასიმენკო და ივან ზემლიანოი. მშვიდობიანი მოქალაქეები - ვიქტორია ანდრუშა და იანა მაიბოროდა“, - აცხადებს ერმაკი.
ის არ აკონკრეტებს, რამდენი ტყვე გადაეცა რუსეთს.
მისი თქმით, მიმდინარე თვეში უკრაინამ ტყვეობიდან ჯამში 235 ადამიანი დააბრუნა.
იხილეთ ასეე: უკრაინა და რუსეთი აგრძელებენ მოლაპარაკებებს სამხედრო ტყვეების გაცვლაზე ფორმულით, „ყველა ყველაზე“ - ბუდანოვი