„თიბისი“ კონგის 2022 წლის სამიტზე ფინანსების მიმართულებით საუკეთესო ინოვატორად დასახელდა

30-09-2022 12:56:48 ეკონომიკა ,რეკლამა

„თიბისიმ“ ფინანსების მიმართულებით კონგის API ღრუბლოვანი პლატფორმის 2022 წლის ინოვატორის ჯილდო მიიღო. „თიბისის“ ცნობით, ეს ჯილდო იმ გუნდების და ინდივიდების აღიარებაა, რომლებიც ინოვაციებს თავიანთ ორგანიზაციებში API-ების, მიკროსერვისების, ღია კოდის და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით ნერგავენ. მათი ინფორმაციით, გამარჯვებულები სან-ფრანცისკოში კონგის რიგით მეხუთე სამიტზე დასახელდნენ.

„ჩვენი გუნდისთვის წლის საუკეთესო ინოვატორად დასახელება ისეთი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიისგან, როგორიც Kong-ია, დიდი აღიარება და მოტივაციაა. „თიბისის“ მიზანია, იყოს რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია. შესაბამისად, საკმაოდ კომპლექსურ ტექ ტრანსფორმაციას გავდივართ. Kong-ის გადაწყვეტის დანერგვა კი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ეფექტიანი ცვლილება აღმოჩნდა კომპანიისთვის. ვაგრძელებთ, უახლესი საერთაშორისო პრაქტიკების და გადაწყვეტების შემოტანას ჩვენს ციფრულ პროდუქტებსა და სისტემებში, იმისთვის რომ გავუმარტივოთ ჩვენს მომხმარებლებს ცხოვრება“,- აცხადებს „თიბისის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი, ბიბი მაცაბერიძე.

„თიბისის“ ცნობით, Kong-ის გადაწყვეტის დანერგვამ „თიბისიში“ ინოვაციური პროცესების ოპტიმიზირება შეძლო და ახალი აპლიკაციების გამოშვების დრო 40%-ით შეამცირა.

„თიბისის“ სხვადასხვა სისტემების და გუნდების ჩართულობისთვის სჭირდებოდა მოძველებული მიდგომების შეცვლა და უფრო მოქნილი პროგამული უზრუნველყოფის დანერგვა. ყოველწლიური API ინოვატორის ჯილდო გამოარჩევს კონგის ეკოსისტემაში ჩართულ პროექტებს, რომლებიც აღნიშნულ ორ მხარეს აკავშირებს ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორებიცაა: Konnect, Kong Enterprise, Kong Gateway, Kuma და Insomnia“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ციფრული ეკონომიკისთვის ინოვაციების შემოტანა ადვილი საქმე არ არის. შთამაგონებელია თუ შევხედავთ, როგორ აითვისეს წლევანდელმა API Innovator Awards-ის გამარჯვებულებმა API-ები და მიკროსერვისების ინფრასტრუქტურა ამ ცვლილებასთან ადაპტაციისთვის. მოხარულნი ვართ, წარმოვაჩინოთ და დავაჯილდოვოთ ეს ადამიანები და გუნდები”, - ამბობს CTO და Kong Inc-ის თანადამფუძნებელი, მარკო პალადინო.

„თიბისის“ ცნობით, Kong არის ღრუბლოვანი API პლატფორმა,რომელიც API დეველოპერების მიერ აღიარებულია, როგორც ყველაზე სწრაფი და ყველაზე მიღებული “API Gateway” პლატფორმა მსოფლიოში. Kong-ი სერვისები და გადაწყვეტები ფართოდ გამოიყენება როგორც სტარტაპერებისთვის, ასევე, Fortune 500-ში შემავალი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Nasdaq, PayPal, GE, Samsung, Expedia, GlaxoSmithKline, Rite Aid, Moderna, Wayfair და Verifone.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები