Accentnews.ge
ევროკავშირის ელჩი: "ჩვენ დავგმეთ ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში"

ევროკავშირის ელჩი: "ჩვენ დავგმეთ ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში"

30/09/2022 11:23:11 პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დაგმო ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ დავგმეთ ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში, ლუკაშენკო არ არის ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი. მარტივად რომ ვთქვა, მიუღებელია ეს ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. რაც შეეხება საქართველოს რეაქციას ამაზე, ეს მთავრობის გადასაწყვეტია", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ცნობისთვის: 28 სექტემბერს ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს პირველმა პირებმა ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს.

28 სეტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პუტინისა და ლუკაშენკოს პორტრეტები დაწვეს.

ამავე თემაზე: ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში: რატომ ახლა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S