
ბელარუსის დიპწარმომადგენელი სომხეთის საგარეო უწყებაშიც დაიბარეს
30/09/2022 13:12:49 კავკასია
ბელარუსის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი სომხეთში ალექსანდრე კონიუკი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც სომხური მხარის შეშფოთება და მოსაზრებები გააცნეს ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ვაან უნანიანმა განაცხადა.
- ამასწინათ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის სომხეთში ვიზიტის კომენტირებისას ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვლადიმირ მაკეიმ განაცხადა, რომ “მსგავსი ვიზიტები კონფლიქტების გამწვავებას უწყობს ხელს”.
ამერიკული დელეგაცია სომხეთს 17-19 სეტქმბერს სტუმრობდა. ვიზიტის მსვლელობისას ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ «სომხეთი წინააღმდეგობას უწევს აზერბაიჯანის უკანონო და სასიკვდილო თავდასხმას”.
28 სექტემბერს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი საქართველოს საგარეო საქმეთა საინისტროშიც იქნა დაბარებული. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის – ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში.