
კიევი მზადაა მოსკოვთან დიალოგისთვის, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან – ზელენსკი
30/09/2022 14:59:23 ევროპა
უკრაინა მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის რუსეთის სხვა პრეზიდენტის პირობებში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ვლადიმირ პუტინთან თანაარსებობის შესახებ შეთანხმება შეუძლებელია, ამიტომ უკრაინას დიალოგი რუსეთის სხვა პრეზიდენტთან ექნება.
“პირველი, მშვიდობას მხოლოდ უკრაინის გაძლიერებისა და ჩვენი მიწიდან ოკუპანტების განდევნის გზა აბრუნებს. ჩვენ ამ გზით წავალთ. მეორე - უკრაინა იყო და რჩება ლიდერი სამომლაპარაკებლო ძალისხმევაში. სწორად ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს თანაბარ პირობებზე თანაცხოვრებაზე დათანხმებას. სწორად ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს თანაბარ, პატიოსან, ღირსეულ და სამართლიან პირობებით თანაცხოვრებაზე შეთანხმებას. ცხადია, რომ რუსეთის ამ პრეზიდენტთან ეს შეუძლებელია”, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ვლადიმირ პუტინმა “არ იცის რა არის ღირსება და პატიოსნება”.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“ ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.