Accentnews.ge
1000-ზე მეტი ყირიმელი ჩავიდა ყაზახეთში რუსული მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ - ჩუბაროვი

1000-ზე მეტი ყირიმელი ჩავიდა ყაზახეთში რუსული მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ - ჩუბაროვი

30/09/2022 15:19:58 ევროპა

1000-ზე მეტი ყირიმელი ჩავიდა ყაზახეთში რუსეთის პრეზიდენტის მიერ მობილიზაციის შესახებ გამოცხადების შემდეგ,– ამის შესახებ ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვი იუწყება.

მისი ინფორმაციით, ნახევარკუნძულიდან გასულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება, რადგან ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ გზაზეა.

„უკრაინის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც შევიდნენ ყაზახეთის ტერიტორიაზე, უკვე აღმოჩნდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში: ხანგრძლივი მოგზაურობის შედეგად მათ ამოეწურათ სახსრები, გაურკვევლობაში არიან, თუ როგორ მოხვდნენ უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ჩუბაროვმა.

მისი თქმით, ყირიმელი თათრების მეჯლისის საკოორდინაციო ცენტრი ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობს, რათა გადაჭრას „ყველაზე გადაუდებელი საკითხი“.

ჩუბაროვი გამოვიდა მოწოდებით, "რაც შეიძლება მალე" შეიქმნას უკრაინული უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სასწრაფოდ მიიღებს გადაწყვეტილებებს ყირიმის მაცხოვრებლების დახმარების საკითხებზე, რომლებიც გაექცნენ რუსეთის მობილიზაციას.

***

21 სექტემბერს პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა. მას შემდეგ ასეულობით მოქალაქე ცდილობს ქვეყნიდან გაქცევას. რიგებია საქართველოს საზღვართანაც. მობილიზაია ეხებათ ანექსირებული ყირიმის მოსახლეობასაც. ცნობილი გახდა, რომ ნახევარკუნძულის მაცხოვრებლებს მიუვიდათ შეტყობინებები, შეისყიდონ აღჭურვილობა მობილიზაციისთვის.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა/დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა მიმართა საქართველოს, პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის მთავრობებს მოწოდებით, ყირიმელ თათრებს საზღვრები არ ჩაუკეტონ.

"ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ უკანონო მობილიზაციის განხორციელება დაიწყო. ხდება ყირიმელი თათრებისა და ყირიმის სხვა ძირძველი ხალხების წარმომადგენლების მასობრივი იძულებითი გაწვევა ოკუპანტების მხარეს საომრად. აშკარაა, რომ მსგავს ქმედებას გენოციდის ნიშნები აქვს. ყირიმელი თათრები და სხვა ძირძველი ხალხები ცდილობენ, საკუთარი ძალებით აარიდონ მობილიზაციას თავი და გავიდნენ უკრაინის მიმართ მეგობრულ ქვეყნებში. თუმცა მოგვდის ცნობები იმის შესახებ, რომ რიგ შემთხვევებში ზემოთხსენებული ქვეყნების მესაზღვრეები მათ შეშვებაზე უარს ეუბნებიან. მივმართავთ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და საქართველოს მთავრობებს თხოვნით, ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემას და ხელი შეგვიწყონ მის გადაჭრაში. დღეს ყირიმელი თათრებისა და სხვა ყირიმელი ხალხების მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობროვის მხრიდან მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს” – განაცხადა ვერეშჩუკმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S