
ჯაფარიძე – NATO–ში უკრაინის განაცხადზე: „იგივე პროცედურა უნდა მოვითხოვოთ"
30/09/2022 15:43:41 პოლიტიკა
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა უკრაინის გადაწყვეტილებას, შეიტანოს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრების შესახებ განაცხადი და ამბობს, რომ საქართველომ იგივე პროცედურა უნდა გაიაროს.
„ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანებაზე განსაკუთრებულ განაცხადს შეიტანს. დეტალები ბოლომდე ცნობილი არაა, მაგრამ საუბარია დაჩქარებული წესით NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთისა და შვედეთის პრეცედენტზე აპელირებით. როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველომ პირველმა იწვნია საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია და პირველმა იომა პუტინის ურდოს წინააღმდეგ. ესაა ისტორიული ფანჯარა საქართველოსთვის. რა ტიპის დაჩქარებულ პროცედურაზეც არ უნდა იყოს საუბარი, იგივე პროცედურა უნდა მოვითხოვოთ ჩვენც", - განაცხადა ჯაფარიძემ.
30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისმ პრემიერ- მინისტრთან დენის შმიგალთან და უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან რუსლან სპეფანჩუკთან ერთად მოაწერა NATO-ში წარსადგენ დოკუმენტს.
2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წვერები გახდებიან, მაგრამ ქვეყნებს ამ დრომდე არ მიუღიათ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.