
„კრემლის სასოწარკვეთილი ქმედება არის იმათი მარცხი, რომელთაც გულუბრყვილოდ სჯეროდათ რუსეთთან კომპრომისის“
30/09/2022 16:02:25 ევროპა
კრემლის განცხადება უკრაინის ტერიტორიების უკანონოდ „მიერთების“ თაობაზე არის მარცხი მათთვის, ვისაც გულუბრყვილოდ სჯეროდა რუსეთთან კომპრომისის,– დაწერა „ტვიტერზე“პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.
„პოლონეთი გმობს რუსეთის მცდელობებს უკრაინის ტერიტორიის ანექსიის შესახებ და არასოდეს არ აღიარებს მას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დამცველებისა და მისი ხალხის მხარდაჭერას, სანამ აგრესორი არ განიდევნება. კრემლის დღევანდელი სასოწარკვეთილი და პათეტიკური ქმედება არის იმათი დამარცხება, რომელთაც გულუბრყვილოდ სჯეროდათ რუსეთთან კომპრომისის“,– განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“ ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.