Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთი კრემლის წინააღმდეგ სანქციებს აძლიერებს და რუსეთის ელჩს იბარებს

დიდი ბრიტანეთი კრემლის წინააღმდეგ სანქციებს აძლიერებს და რუსეთის ელჩს იბარებს

30/09/2022 16:43:50 ევროპა

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა.

კერძოოდ, ბრიტანეთის საგარეო უწყების ცნობით, ახალი ზომები შეზღუდავს რუსეთის წვდომას ბრიტანეთის მთავარ კომერციულ და ტრანზაქციულ სერვისებზე, ასევე აკრძალავს რუსეთში თითქმის 700 სახის საქონლის ექსპორტს, რომლებიც გადამწყვეტია სერიული წარმოებისთვის.

„გაერთიანებული სამეფო კატეგორიულად გმობს პუტინის განცხადებას უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის შესახებ. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ ყალბი რეფერენდუმის შედეგებს ან უკრაინის ტერიტორიის ანექსიას. რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო სამართლის ამ საზიზღარ დარღვევაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ ეკონომიკური ზეწოლა ახალი მიზნობრივი სერვისების აკრძალვით. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გაერთიანებული სამეფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაეხმაროს მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის”, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმზ კლევერლიმ.

ამასთან, მისივე განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს.

30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“ ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S