პაპუაშვილი: "მტკიცედ ვგმობთ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას"

30-09-2022 23:39:08 პოლიტიკა

უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას გმობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

„მტკიცედ ვგმობ უკრაინის რეგიონების: ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის უკანონო ანექსიას. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას არ გააჩნია ლეგიტიმაცია და არის აშკარა უარყოფა სამომავლოდ ნებისმიერი მდგრადი გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის", - წერს „ტვიტერზე" პაპუაშვილი.

30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“ ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

Новости

Другие новости