„უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო“: ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა არმიას იამპოლისა და ლიმანისთვის

30-09-2022 23:59:16 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ინიციატვა აიღო ომში და აღწევს ხელშესახებ შედეგებს. კერძოდ, მან დაადასტურა იამპოლის გათავისუფლება და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებები ლიმანში.

"ქვეყნის აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. ამის შესახებ უკვე არის საკმარისი საჯარო ინფორმაცია. ყველას მოისმინა, რა ხდება ლიმანში – დონეცკის ოლქში. ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მადლობას ვუხდი ჩვენს თითოეულ მებრძოლს ჩვენი თავდაცვის გეგმის ამ ელემენტის განხორციელებისთვის! ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,– განაცხადა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას.

მანამდე ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 29 სექტემბერს საღამოს, სავარაუდოდ, დაასრულეს რუსული ჯგუფის ალყა ლიმანის რაიონში.

30 სექტემბერს უკრაინის აღმოსავლეთის ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში, ლიმანთან რუსული დაჯგუფების ალყაში მოქცევა "დასრულების ეტაპზეა“:

„მიმდინარეობს ზომები ლიმანის რაიონში რუსული ჯარების ალყაში მოქცევის დასასრულებლად. თითქმის ყველა ლოგისტიკური მარშრუტი უკრაინის შეიარაღებული ძალების საცეცხლე კონტროლის ქვეშაა“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

რუსული დაჯგუფებების მძიმე მდგომარეობის შესახებ იუწყებოდნენ რუსი სამხედრო ჟურნალისტებიც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები