
რუსეთის სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიეზე ავიაიერიში მიიტანეს
02/10/2022 08:26:42 ევროპა
რუსეთის სამხედრო ძალებმა დღეს დილით ავიაიერიში მიიტანეს უკარიანის ქალაქ ზაპოროჟიეზე,– იუწყება ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრე სტარუხი.
"წინასწარი ინფორმაციით, მტერმა ოთხი S-300 რაკეტით დაარტყა რეგიონულ ცენტრსა და გარეუბნებს. თავდასხმის შედეგად განადგურდა სამრეწველო ინფრასტრუქტურა", - განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა.
მისი თქმით, დაბომბვის შედეგად მსხვერპლი არ ყოფილა.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან უსაფრთხოების წესები: ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალს და დარჩნენ თავშესაფრებში.
„ფრონტზე დანაკარგები აქვს ამიტომ ერთადერთი, რითიც შეუძლიათ გვიპასუხონ, ეს არის სამოქალაქო ობიექტების განადგურება", - წერს სტარუხი და დასძენს, რომ „მტერი განწირულია".