Accentnews.ge
ოკუპირებულ სევასტოპოლში, ბელბეკის აეროდრომთან მასიური აფეთქებების შესახებ იუწყებიან

ოკუპირებულ სევასტოპოლში, ბელბეკის აეროდრომთან მასიური აფეთქებების შესახებ იუწყებიან

02/10/2022 08:35:59 ევროპა

ოკუპირებულ სევასტოპოლში ბელბეკის აეროდრომთან აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ ადგილობრივმა “ტელეგრამ” არხებმა, შემდეგ კი სევასტოპოლის ე.წ.გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა გაავრცელა.

კერძოდ, “ტელეგრამ”–არხები იუწყებოდნენ აეროდრომთან აფეთქებათა სერიის შესახებ, შესამაბისი ფოტო და ვიდეო მასალით.

თავის მხრივ, რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ შავი კვამლი ერთ-ერთ თვითმფრინავში გაჩენილი ხანძრის შედეგია:

“საგანგებო ვითარება ბელბეკის აეროდრომზე. მაშველების თქმით, დაშვებისას თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სახანძრო ბრიგადები მუშაობენ”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S