
უკრაინის გენშტაბი ფრონტზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზე ინფორმაციას აქვეყნებს
03/10/2022 06:14:30 ევროპა
გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს რუსული ძალების თავდასხმები ზაიცევოს, ბახმუტსკოეს, ბახმუტის, ოდრადოვკას, ვიიმკას, სადავოს, ნეველსკოეს და პერვომაისკოეს დასახლებებში,– ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშში.
გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს ერთი ვერტმფრენი კა-52, ერთი სუ-25 თავდამსხმელი და რუსული არმიის რვა უპილოტო საფრენი აპარატი.
„გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ შვიდი დარტყმა განახორციელა, სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ დაარტყეს ორი სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის 14 უბანს, საბრძოლო მასალების და საწვავითსა და საპოხი მასალების სამი კოლონას, ასევე რვა სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეს“,– ნათქვამია მოხსენებაში.
რუსული მხარე ზარალზე კომენტარს არ აკეთებს.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა განახორციელეს 11 სარაკეტო და 10 საჰაერო დარტყმა და 65-ზე მეტი შეტევა რეაქტიული სისტემით.
„მტრის დარტყმის შედეგად 35-ზე მეტი დასახლება დაზარალდა. მათ შორისაა რედკოდუბი, სლავიანსკი, კრამატორსკი, ბელოგოროვკა, ბახმუტი, ნეტაილოვო, ვოდიანოე, მარინკა, ვრემოვკა, კრივი რიჰი, ზაპოროჟიე, ჟელეზნოდოროჟნოე და ნიკოლაევი“, - ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინის სარდლობის ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ ძალისხმევის კონცენტრირებას დონეცკის რეგიონის სრული ოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიებზე გამაგრებაზე, ასევე გარკვეულ რაიონებში თავდაცვის ძალების აქტიური მოქმედებების ჩაშლაზე.
1 ოქტომბრის საღამოს უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ლიმანის გათავისუფლების შესახებ განაცხადეს. ასევე ცნობილი გახდა სამხრეთ უკრაინის არაერთი დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები თვლიან, რომ ლიმანში რუსული ჯარების დამარცხება მიუთითებს იმაზე, რომ ლუგანსკის რეგიონში პოზიციების დაკავება გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია ვლადიმირ პუტინისთვის, ვიდრე სამხრეთ უკრაინა.