Accentnews.ge
„ამერიკელების ადგილი არის შავ ზღვაში“

„ამერიკელების ადგილი არის შავ ზღვაში“

16/10/2019 09:00:17 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის განცხადებები, იმის თაობაზე, რომ ქართული სახელმწიფო ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკული ინვესტორის მონაწილეობას არ მიესალმება, სინამდვილეს არ შეესაბამება. 

„უშუალოდ კონსორციუმის დამფუძნებლისგან, მისი ერთ-ერთი დამფუძნებლისგან მივიღეთ ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ არ გვინდა, ამერიკელები ვიხილოთ შავ ზღვაზე, არათავსებადია და უბრალოდ ერთ ხაზზე უნდა შეთანხმდნენ. რა თქმა უნდა, ამერიკელების ადგილი არის არამარტო შავ ზღვაში, არამედ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობა გასცდა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებს, ეს არის გრძელვადიანი ინსტორიული ურთიერთობა ჩვენ ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, ასეთ პროექტში, როგორიც არის პორტი, როგორიც არის ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ამერიკელი ინვესტორები მისასალმებელია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

მისივე თქმით, ასევე სიცრუეა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადება, რომლის თანახმად, სახელმწიფომ Meridian Capital Limited-ს მათი აზიური წარმოშობის გამო ანაკლიის პროექტში მონაწილეობაზე უარი უთხრა. 

„გვესმის ბრალდებები, რომ ამერიკული ინვესტორის სასარგებლოდ თითქოს გავაგდე ყაზახი ინვესტორი ოთახიდან...  მე გუშინაც ვთქვი, რომ კონსორციუმს სამინისტროში წარმოდგენილი ჰყავს ორი ინვესტორი, ეს არის Van Oord-ი, ჰოლანდიური კომპანია, რომელთანაც არის შედარებით მცირე თანხაზე საუბარი და მცირე ინვესტიციაზე და მეორე ინვესტორი არის Meridian Capital Limited-ი, რომელიც როგორც უკვე ყველამ იცის, არის ყაზახურ-ჰონგკონგური წარმოშობის. [ყაზახი ინვესტორის გაგდების ფაქტი] ასეთი შემთხვევა არ ყოფილა", – განაცხადა ცქიტიშვილმა. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S