Accentnews.ge
უკრაინის არმიის მიერ ხერსონის კიდევ ორი დასახლებული პუნქტის დაკავების შესახებ იუწყებიან

უკრაინის არმიის მიერ ხერსონის კიდევ ორი დასახლებული პუნქტის დაკავების შესახებ იუწყებიან

03/10/2022 06:42:16 ევროპა

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა ოლქის ორი დასახლების - არხანგელსკისა და მიროლიუბოვკის განთავისუფლების შესახებ განაცხადა.

„არხანგელსკი და მიროლიუბოვკა ოფიციალურად გათავისუფლდა მტრისგან. მოუთმენლად ველი კიდევ კარგ ამბებს!” – განაცხადა იანუშევიჩმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა კრივოი როგის 129-ე ბრიგადის სამხედროებს, რომლებმაც გაათავისუფლეს არხანგელსკი და მიროლიუბოვკა.

2 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ხერსონის ოლქის ნოვოვორონცოვსკის რაიონის სოფელ კრეშჩენოვკას განთავისუფლების შესახებ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ეს მონაცემები ოფიციალურად არ დაადასტურა. თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა, რომ „არის წარმატებები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S