
უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში გაათავისუფლა უკანასკნელი მსხვილი ქალაქი – ჟურიხოვი
03/10/2022 07:31:51 ევროპა
სამხედრო ექსპერტ მიხეილ ჟურიხოვის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში გაათავისუფლა უკანასკნელი მსხვილი ქალაქი – ბარავაია, რომელიც ოკუპანტებს ჰქონდათ დაკავებული. ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ჯერ არ დაუდასტურებია.
როგორც სამხედრო ექსპრტი განმარტავს, მას ინფორმაცია ადგლიდან აქვს მებრძოლებისგან.
„დღეს უკვე შევიდნენ ქალაქში და დაიწყეს წმენდა. უნდა გვესმოდეს, რომ ქალაქში შესვლა, მისი გაწმენდა და ადგილობრივი ორგანოების ამუშავება სხვადასხვა საკითხა. გენშტაბი ამის შესახებ საუბრობს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასახლებული პუნქტი სრულად გადმოდის ჩვენს კონტროლ ქვეშ. უკვე შეიძლება, ითქვას, რომ ხარკოვის რეგიონი მთლიანად დეოკუპირებულია: ეს უკანასკნელი მსხვილი დასახლებული პუნქტი იყო, რომელიც რუსებმა იგდეს ხელთ და დღეს გენშტაბს შეუძლია, განაცხადოს ხარკოვის რეგიონის სრული ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ“,– განაცხადა სამხედრო ექსპერტმა.