Accentnews.ge
60 4000 სამხედრო, 2380 ტანკი, 1405 საარტილერიო სისტემა: განახლებული ცნობები რუსეთის დანაკარგებზე უკრაინის გენშტაბისგან

60 4000 სამხედრო, 2380 ტანკი, 1405 საარტილერიო სისტემა: განახლებული ცნობები რუსეთის დანაკარგებზე უკრაინის გენშტაბისგან

03/10/2022 08:39:05 ევროპა

რუსეთის არმიამ ბოლო ერთი დღის განმავლობაში დაახლოებით 320 სამხედრო დაკარგა,ხოლო ჯამში 60,4– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან დღემდე – ომის 221 დღეში რუსეთმა დაკარგა:

  • ტანკი – 2380 (+3),
  • ჯავშანტექნიკა – 4991 (+16),
  • საარტილერიო სისტემა – 1405,
  • მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 338 (+1),
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა – 176,
  • საბრძოლო თვითმფრინავი – 265 (+1),
  • ვერტმფრენი – 228 (+1),
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1026 (+11),
  • გემი/ნავი –15,
  • სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3811 (+15),
  • სპეცტექნიკა –131,
  • ფრთოსანი რაკეტა – 246.·

„მტრის ყველაზე დიდი დანაკარგი (ბოლო დღის განმავლობაში) დაფიქსირდა კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებით. მონაცემები ზუსტდება“, - დასძინეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

"ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი" (ISW) აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქსა და ლიმანში მარცხის შემდეგ რუსული პროპაგანდის ტონი შეიცვალა.

"კრემლის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით მოსახლეობამ იგრძნო ხარკოვსა და ლიმანში მარცხის შედეგები, ხოლო კრემლის მცდელობა, წარმოეჩინა ომი, როგორც მთლიანობაში წარმატებული, ჩაიშალა", - აცხადებს ISW.

ISW–ის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ლიმანში რუსული ჯარის მარცხმა კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა და კრიტიკა გამოიწვია რუსულ მედია მეინსტრიმში, ვიდრე გაზაფხულზე ჩრდილოეთ უკრაინიდან გამოსვლამ ან თუნდაც ხარკოვის რეგიონში დამარცხებამ, სწორედ მობილიზაციის გამო.

ISW ასევე აღნიშნავს, რომ სატელევიზიო თოქ-შოუებში აღიარებულმა "პატრიოტმა" სამხედრო ბლოგერებმა დაიწყეს სამხედრო ხელმძღვანელობის ღიად და ხმამაღლა კრიტიკა, ხოლო ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა და რუსმა ოლიგარქმა, პუტინთან დაახლოებულმა ევგენი პრიგოჟინმა უხეში განცხადებები გააკეთეს.

გარდა ამისა, "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" მიუთითებს, რომ პუტინი ცდილობს, საინფორმაციო სივრცე უფრო მეტად გააკონტროლოს, ვინაიდან მას არ აქვს ცენზურის ისეთი მექანიზმები, როგორიც საბჭოთა კავშირს ჰქონდა და შესაბამისად, ინფორმაციულ სივრცეში "უწესრიგობა" მისთვის შესაძლოა იმაზე დამაზიანებელი აღმოჩნდეს, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S