Accentnews.ge
ევროკავშირის ოთხი ქვეყანა ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის ფასზე „ჭერის“ დაწესებას - Politico

ევროკავშირის ოთხი ქვეყანა ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის ფასზე „ჭერის“ დაწესებას - Politico

03/10/2022 09:09:16 ევროპა

ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყანა რუსული ნავთობის ფასზე „ჭერის“ დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა,– იუწყება Politico წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც იცნობენ რუსეთის წინააღმდეგ ბლოკის მიერ სანქციების მერვე პაკეტის შემოღების თაობაზე წარმართულ მოლაპარაკებებს.

გამოცემა წერს, რომ ფასებზე ზედა ზვრის დაწესება სანქციების ახალი პაკეტის საფუძველია და მის გარეშე ახალი პაკეტი არ მიიღება.

გამოცემის ცნობით, „ჭერის“ წინააღმდეგნი არიან: უნგრეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და მალტა. ბოლო სამი ქვეყანა იცავს საკუთარი ტანკერების ფლოტის ინტერესებს.

მომავალი სანქციების პაკეტი ითვალისწინებს ევროკავშირის ქვეყნების ტანკერებით დადგენილ ფასზე უფრო ძვირი ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას. კვიპროსი, საბერძნეთი და მალტა აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი უნდა დარწმუნდეს, რომ თურქეთი, ინდონეზია და ინდოეთი, რომლებიც ფლობენ ტანკერების მნიშვნელოვან ფლოტს, შეუერთდებიან სანქციებს.

გამოცემის ცნობით, დიპლომატები რამდენიმე სხვა ქვეყნიდანაც ითხოვენ, არ დაწესდეს აკრძალვა ტრანსპორტირებაზე, ვიდრე ინდოეთი არ შეუერთდება „ჭერის“ დაწესების საკითხს. სექტემბერში რუსეთი გახდა ინდოეთის ბაზრისთვის ნედლი ნავთობის სიდიდით მეორე მიმწოდებელი.

ახალი პაკეტის განხილვა ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე გაგრძელდა. მანამდე ბიზნეს გამოცემები თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ევროკავშირი გეგმავს, შეზღუდოს რუსული ბრილიანტების იმპორტი, აკრძალოს ქვეყანაში ელექტრონიკის გაფართოებული სიის ექსპორტი, მათ შორის – სმარტფონების და აუკრძალოს ევროკავშირის მოქალაქეებს პოზიციების დაკავება რუსეთის სახელმწიფო კორპორაციების დირექტორთა საბჭოში.

G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ სექტემბრის დასაწყისში რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღებაზე.

ივლისში ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნავთობის ექსპორტი 2021 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა, მოსკოვის ექსპორტის შემოსავალი გაიზარდა 700 მილიონი დოლარით ივნისში ფასების ზრდის გამო, რაც 40%-ით მეტია 2021 წლის საშუალო მაჩვენებელზე. Bloomberg-ის ცნობით, წლის დასაწყისიდან რუსეთის შემოსავალი ნავთობით 50%–ით გაიზარდა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა დააწესეს სანქციების რამდენიმე პაკეტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რაც შეეხო ეკონომიკას, ფინანსებს, მსხვილ ბიზნესს, ოლიგარქებს, პოლიტიკოსებს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მისი ოჯახის წევრებს და ახლო წრეს. შეზღუდვები დაწესდა რამდენიმე მილიარდერის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, სუპერიახტებსა და თვითმფრინავებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S