Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი ითხოვს, ამერიკელ ექიმს ყოფილ პრეზიდენტთან შესვლის ნებართვა მისცენ

მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი ითხოვს, ამერიკელ ექიმს ყოფილ პრეზიდენტთან შესვლის ნებართვა მისცენ

03/10/2022 09:22:16 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი ითხოვს, ამერიკელ ექიმს ყოფილ პრეზიდენტთან შესვლის ნებართვა მისცენ.

როგორც სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, ნებართვის მისაღებად აშშ-ს და უკრაინის საელჩოებთანაც მუშაობენ.

„ჩვენ ვმუშაობთ აშშ-ის საელჩოსთან, უკრაინის საელჩოსთან. ჩვენ გვყავს ექიმი ჯეიმს კობი, რომელმაც მიიღო ნობელის პრიზი, რომელიც არის აქ და ელოდება სააკაშვილის ნახვას, მაგრამ ჯერ არ გვაქვს თანხმობა, რომ შემოვიდეს პრეზიდენტ სააკაშვილის სანახავად. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ გვყავს ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული პაციენტის სანახავად და ჯერ კიდევ არ უშვებენ. ჩვენ ნება უნდა დავრთოთ ექიმ კობის პრეზიდენტი სააკაშვილი მოინახულოს. მეტი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. როგორც ვთქვი, ჩვენ დღეს აქ ვართ და ვსაუბრობთ აშშ-ს საელჩოსთან, ისევე როგორც უკრაინის საელჩოსთან ამ პროცესის დასაჩქარებლად“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S