Accentnews.ge
ლუკაშენკომ მობილიზაცია მოსავლის ასაღებად გამოაცხადა

ლუკაშენკომ მობილიზაცია მოსავლის ასაღებად გამოაცხადა

03/10/2022 12:35:14 ევროპა

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება „ყველას მობილიზება“, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაგზავნოს მოსავლის ასაღებად.

„სოფლის მეურნეობისთვის და საწარმოებისთვის უზარმაზარი ბაზარი გაიხსნა. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავყიდოთ რუსეთში, ჩინეთში, მეტიც, ეს ქვეყნები მზად არიან, იყიდონ ორჯერ მეტი ბელორუსული პროდუქცია... ანუ, ბაზარი გაიხსნა და ფასებიც ღირსეულია. ამიტომ, საუბრები, რომ სანქციებია, რაღაც მობილიზაცია, ომი თუ სხვა, მიუღებელია. ყველას მობილიზება მოახდინეთ! თუ ადამიანი სამსახურში 5-6 საათით მიდის, ორივე მშობელი ბედნიერი იქნება, ბავშვს კი ფიზიკურად მომზადებული. ამიტომ, მობილიზება მოახდინეთ სტუდენტების, საჯარო მოხელეების...რათა დაგვეხმარონ. რადგან ჩვენ შეგვიძლია ღირსეული ფულის გამომუშავება“,- განაცხადა ლუკაშენკომ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს მობილიზაცია გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S