
ხერსონში რუსული სუ-25-ის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან
03/10/2022 12:53:36 ევროპა
ხერსონის ოლქში საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე სუ-25,– იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.
„3 ოქტომბერს, შუადღისას, ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში, საჰაერო სარდლობა „სამხრეთის“ ხერსონის საზენიტო სარაკეტო ბრიგადის ნაწილმა ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე სუ-25“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
2 ოქტომბერს "სამხრეთის" სარდლობა ბერისლავის რაიონში კა-52–ის ჩამოგდების შესახებ იუწყებოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თემერვლიდან რუსეთმა დაკარგა 265 საბრძოლო თვითმფრინავი და 228 ვერტმფრენი.