Accentnews.ge
370 სამხედრო და 44 ტანკი: უკრაინის გენშტაბმა გასულ დღეს რუსეთისთვის მიყენებულ  ზარალზე ისაუბრა

370 სამხედრო და 44 ტანკი: უკრაინის გენშტაბმა გასულ დღეს რუსეთისთვის მიყენებულ ზარალზე ისაუბრა

04/10/2022 06:42:08 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 370 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან ყველაზე მეტი კრამატორსკისა და ბახმუტის მიმართულებით, –იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 4 ოქტომბერს.

ჯამში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსულმა ძალებმა დაკარგეს დაახლოებით 60 800 ჯარისკაცი – ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, რუსეთმა დაკარგა:

  • ტანკი – 2424 (44 ბოლო 24 სათში),
  • ჯავშანტექნიკა – 5018 (+27),
  • საარტილერიო სისტემა – 1407 (+2),
  • მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 340 (+2),
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა – 177 (+1),
  • საბრძოლო თვითმფრინავი – 266 (+1),
  • ვერტმფრენი – 228,
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1028 (+2),
  • გემი/ნავი –15,
  • სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3823 (+12),
  • სპეცტექნიკა –131,
  • ფრთოსანი რაკეტა – 246.

21 სექტემბერს, ექვს თვეში პირველად, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დანაკარგების შესახებ განაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ უკრაინის ომში 5937 რუსი სამხედრო დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S