
უკრაინის არმიამ სამხრეთში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდ გაღღვევას მიაღწია - Reuters
04/10/2022 06:57:09 ევროპა
უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს ყველაზე დიდ გარღვევას სამხრეთში რუსული სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ – გაარღვიეს რუსული თავდაცვა და სწრაფად მიიწევენ მდინარე დნეპრის გასწვრივ, –იტყობინებაReuters.
სააგენტო აღნიშნავს, რომ კიევს მათთვის არ მიუწოდებია ბევრი ინფორმაცია სამხრეთში მიღწეული წარმატებების შესახებ, მაგრამ რუსული წყაროები აღიარებენ, რომ უკრაინული ჯარები ათეულობით კილომეტრით დაწინაურდნენ მდინარის დასავლეთ სანაპიროზე და დაიბრუნეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი. კერძოდ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარში ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელმა“ ვლადიმირ სალდომ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ თავდაცვის ხაზის გარღვევის შესახებ სოფელ დუდჩანის მახლობლად.
Reuters-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ეს სოფელი მდებარეობს ფრონტიდან (გარღვევამდე) სამხრეთით, დაახლოებით, 30 კმ-ში გარღვევამდე - ეს მიუთითებს სწრაფ წინსვლაზე სამხრეთით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ჯერ არ დაუდასტურებია სამხრეთში სწრაფი წინსვლა, მაგრამ უკრაინის სამხედრო და ადგილობრივი ოფიციალური პირები გარკვეულ დეტალებს ავრცელებენ. კერძოდ, ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა სერხი ხლანმა ოსოკოროვკას, მიხაილოვკას, კრეშჩენივკას და ზოლოტაია ბალკას დეოკუპირებული დასახლებები უწოდა.
3 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა გრძელდება და რომ რამდენიმე რეგიონში არის ახალი გათავისუფლებული დასახლებები. თუმცა ის სხვა დეტალებს არ ასახელებს. ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია ხერსონის ოლქის ორი დასახლების - არხანგელსკისა და მიროლიუბოვკის განთავისუფლების შესახებ. 2 ოქტომბერს უკრაინის ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" დეტალების გარეშე იტყობინებოდა, რომ "წარმატებებია" და სიტუაცია ძალიან დინამიურად იცვლება.