
„მის ყირიმი“ 2022 უკრაინული სიმღერის გამო დააჯარიმეს, ხოლო მისი მეგობარი დააკავეს
04/10/2022 07:56:07 ევროპა
რუსეთის სასამართლომ „მის ყირიმი“ 2022 ოლგა ვალეევა 40 000 რუბლით დააჯარიმა, ხოლო მისი მეგობარი 10 დღით დააკავა უკრაინული სიმღერის Chervona Kalyna-ს შესრულებისთვის.
გოგონებს ბრალი რუსეთის არმიის „დისკრედიტაციაში“ და „ნაცისტური სიმბოლოების“ დემონსტრირებაში დასდეს.
2 ოქტომბერს რუსეთის პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, რომელშიც ვალეევა და მისი მეგობარი ასრულებენ სიმღერას "Chervona Kalyn".
ეს არ არის ყირიმელების დევნის პირველი შემთხვევა უკრაინული სიმღერების შესრულების ან შეკვეთის გამო.