
შალვა ხაჭაპურიძე: "არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება მიიღოს"
04/10/2022 08:03:57 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ "6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება მიიღოს".
ხაჭაპურიძის ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობას მხარი დაუჭირა.
„უკრაინის სასამართლოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. 6 ოქტომბერს იმართება სასამართლო პროცესი, რომელზეც ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა მოწმის სახით დაიკითხოს და გადაყვანილი იყოს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი. პროკურატურამ ამ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა და ვაგზავნით უკრაინაში იმ დოკუმენტაციას, რომ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში. არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ მიიღოს სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება. საქართველოს ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული გააგზავნიან თუ არა სააკაშვილს უკრაინაში დასაკითხად, თუ საერთაშორისო კონვენციებით ვიმსჯელებთ, ხელისუფლებას შეუძლია ეს შეასრულოს”, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.