Accentnews.ge
გაერო–მ უკრაინაში 6000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა

გაერო–მ უკრაინაში 6000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა

04/10/2022 09:33:28 ევროპა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყევიან 6 114 მშვიდობიანი მოქალაქეის დაღუპვის და 9 132–ის დაშავების ფაქტი დაადასტურა.

დაღუპულთა შორის სულ მცირე, 390 ბავშვია, ხოლო დაშავებულებს შორის – 730. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მონაცემებით, დაიღუპა 418 ბავშვი, დაშავდა სულ მცირე – 786.

სექტემბერში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა უკრაინაში 299 ადამიანის დაღუპვის და 923–ის დაშავების ფაქტი დააფიქსირა.

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ რეალური მონაცემები გაცილებით დიდია, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური ბრძოლები გრძელდება, გვიანდება და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ საჭიროებს დადასტურებას.

გაერო–ს მონაცემებით, უმეტეს შემთხვევაში დაღუპვა გამოიწვია ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებამ, მათ შორის სარაკეტო იერიშებმა.

რუსეთი, მიუხედავად მრავალი მტკიცებულების არსებობისა, უარყოფს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S