Accentnews.ge
"ხაზარაძეს ანაკლიის პროექტისთვის არც ფინანსური და არც გონებრივი შესაძლებლობა არ აქვს"

"ხაზარაძეს ანაკლიის პროექტისთვის არც ფინანსური და არც გონებრივი შესაძლებლობა არ აქვს"

16/10/2019 10:32:29 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თბილისის მერის განცხადებით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" თანადამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს "ანაკლიის პროექტისთვის არც ფინანსური და არც გონებრივი შესაძლებლობა არ აქვს". 

„გავაკეთე შეფასებები მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანი ახალი შემოსულია პოლიტიკაში, ახალ პოლიტიკურ გუნდს აყალიბებს ეს ყველაფერი გამოადგება ჩვენს ქვეყანას, რაღაც ჯანსაღი ოპონირება იქნება, მაგრამ ეს ადამიანი დაადგა ისევ და ისევ სიყალბეს, სიცრუეს და ჭორაობას. ის, რაც მოვიდა და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს პირველივე დღიდან გვეჭორავება, გვეჭორავება ჩვენ და ეჭორავება საზოგადოებას. რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმისთვის ვადების გაგრძელებას, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ იმის დემონსტრირება გააკეთოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ პორტის მშენებლობა და პროექტის განხორციელება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს. მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადას 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაუვადებს. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, მთავრობამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს კონტრაქტის გაწყვეტის უფლებით და კონსორციუმს კაპიტალის მოძიებისა და $400 მილიონის სესხის დამტკიცებაზე წინასწარი თანხმობის მიღების შესაძლებლობას წლის ბოლომდე აძლევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S