Accentnews.ge
უკრაინა ოფიციალურად ამბობს უარს ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებაზე

უკრაინა ოფიციალურად ამბობს უარს ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებაზე

04/10/2022 10:07:48 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ძალაში შევიდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 30 სექტემბრის გადაწყვეტილება. საუბარია რუსეთის მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების შეუძლებლობაზე. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ იქნა მიღებული.

ზელენსკის განკარგულება 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ასევე დამტკიცდა უკრაინის პრეზიდენტის, უმაღლესი რადას თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის ნატოსადმი მიმართვის ტექსტი. გარდა ამისა, დოკუმენტი შეიცავს რეკომენდაციას რადას მიმართ, დააჩქაროს კანონპროექტების მიღება „რუსეთის ფედერაციის მხრიდან ესკალაციაზე შესაბამისი სანქციების და სხვა რეაგირების შესახებ“.

30 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატო–ში წარადგენს განაცხადს, დაქარებული წესით გაწევრიანების თაობაზე. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა არ გამართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან, სანამ მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება. ზელენსკის განცხადება იყო პასუხი რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S