Accentnews.ge
ჟურნალისტებმა ომის დანაშაული გამოავლინეს

ჟურნალისტებმა ომის დანაშაული გამოავლინეს

04/10/2022 10:28:27 ევროპა

რუსეთს შეეძლო მინიმუმ 530 მილიონი დოლარის ღირებულების უკრაინული მარცვლეულის მოპარვა. ამის შესახებ ნათქვამია Associated Press-ისა და ფონდ Foundation-ის ახალ გამოძიებაში.

ჟურნალისტებმა გამოიყენეს სატელიტური ფოტოები და რადიოგადამცემის მონაცემები, რათა თვალყური ედევნებინათ სამი ათეული გემისთვის, რომლებმაც მარცვლეულით 50-ზე რეისი შეასრულეს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან თურქეთის, სირიის, ლიბანისა და სხვა ქვეყნების პორტების მიმართულებით.

რეპორტიორებმა დაათვალიერეს გადაზიდვის დეკლარაციები, მოძებნეს შეტყობინებები სოციალურ ქსელებში, ესაუბრნენ ფერმერებს, ტყვირთის გამგზავნებს და თანამდებობის პირებს, რათა გამოეშკარავებინათ უკრაინული პროდუქტის კონტრაბანდული გზით გატანის დეტალები.

გამოძიების ავტორების მიერ გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მარცვლეულის ამ მასშტაბის უკანონო ექსპორტი შეიძლება, კვალიფიცირდეს როგორც ომის დანაშაული, ვინაიდან მოროდიორობა დანაშაულებრივი ქმედება საერთაშორისო სამხედრო სამართლის მიხედვით.

გამომძიებლებს მაგალითად მოჰყავთ მშრალი სატვირთო გემი LAODICEA, რომელსაც სავარაუდოდ, ზაფხულში გადაჰქონდა პროდუქტი რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლიდან. მშრალი სატვირთო გემი ლიბანის პორტში გაჩერდა. კიევმა განაცხადა, რომ გემს მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა და მოუწოდა ბეირუთს გემის კონფისკაციისკენ. ლიბანმა მხარი დაუჭირა კრემლს და განაცხადა, რომ 10 000 ტონა ქერი და ხორბლის ფქვილი არ მოუპარაბთ და გადმოტვირთა.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც სავარაუდოდ ჩართულია მარცვლეულის კონტრაბანდაში, არის გემთმშენებელი კორპორაცია. მან სამი სატვირთო გემი იყიდა თავისი შვილობილი Crane Marine Contractor-ის მეშვეობით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე. გემებმა სულ მცირე, 17 რეისი შეასრულეს ყირიმსა და თურქეთისა და სირიის პორტებს შორის,– ნათქვამია Associated Press-ის ვებგვერდზე განთავსებულ მასალაში.

გარდა ამისა, ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს სოციალურ ქსელებში ივლისის დასაწყისში გამოქვეყნებულ ვიდეოს. კადრებში ჩანს მატარებელი, რომელიც უახლოვდება მელიტოპოლს და ვაგონები რუსული კომპანია "Агро-Фрегат" -ის სახელწოდებით.

მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა Associated Press-ს უამბო, რომ რუსებს რეგიონიდან დიდი რაოდენობით მარცვლეული მატარებლითა და სატვირთო მანქანებით გადაჰქონდათ რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის პორტებში. ბოლო თვეებში სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოები აჩვენებს მარცვლეულით დატვირთული სატვირთო მანქანების მუდმივ ნაკადს, რომლებიც სამხრეთით მოძრაობენ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გავლით. ზოგიერთ მანქანაზე ჩანს „Z“ - სიმბოლო.

გამომძიებლები ასევე თვლიან, რომ თურქეთსაც შეეძლო, მონაწილეობა მიეღო უკრაინული მარცვლეულის ქურდობაში, რომლის შუამავლობითაც დაიდო შეთანხმება ოდესის ბლოკირებული პორტებიდან სურსათის ექსპორტზე. ჟურნალისტები წერენ, რომ გარკვეული ნიშნების მიხედვით, მოპარული უკრაინული მარცვლეულის მიმღები შესაძლოა, ანკარა იყოს. მაგრამ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ ქურდობის მტკიცებულება არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S