
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა „ვივამედში“ ჩატარდება
04/10/2022 10:32:40 პოლიტიკა, სამართალი
საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე ქს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კლინიკა „ვივამედში“ გაგრძელდება.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება ახალი დოკუმენტის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვით, სტაციონარული ზედამხედველობის შემთხვევაში სააკაშვილს პროცესში მონაწილეობა შეუძლია.
მოსამართლის გადაწყვეტილებამდე კი გასვლითი სხდომის ჩატარების შესახებ შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.
უცნობია, მისცემს თუ არა სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით ჩვენებას.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გასული წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.