Accentnews.ge
"ვივამედში" სააკაშვილის საქმეზე გასვლითი სასამართლო სხდომა ვერ ჩატარდა

"ვივამედში" სააკაშვილის საქმეზე გასვლითი სასამართლო სხდომა ვერ ჩატარდა

04/10/2022 13:20:55 პოლიტიკა, სამართალი

კლინიკა "ვივამედში", სადაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს, მის საქმეზე სასამართლო სხდომა ვერ ჩატარდა. როგორც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა, მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

"პროკურატურა და სასამართლო შეუვარდნენ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის მწოლიარე მდგომარეობაში. ამ შევარდნამ გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, ე.წ. კრიზი, მათ შორის წნევის ცვალებადობა. ის გახდა ცუდად და საჭირო გახდა სამედიცინო ჩარევა, დაუძახეს ექიმს", - განაცხადა თუთბერიძემ.

საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ სააკაშვილმა ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ თქვა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და არ შეეძლო ჩვენების მიცემა:

"როდესაც შევედით პალატაში, სასამართლოს შეკითხვაზე აძლევდა თუ არა ჩვენებას, სააკაშვილმა განმარტა "თქვენთან სასაუბრო არაფერი არ მაქვს" არც ექიმთან კონსულტაციამდე და არც მისი კონსულტაციის შემდეგო. მოცემულ შემთხვევაში, ვფიქრობთ დაფიქსირდა, რომ სააკაშვილს არ სურს ჩვენების მიცემა".

ბოლო რამდენიმე თვეა, მიხეილ სააკაშვილისა სამართლო სხდომა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტარდება. ბოლო სასამართლო სხდომა, რომელზეც სააკაშვილმა დასწრება შეძლო 20 აპრილს გაიმართა.

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს. მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობენ, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში" მკურნალობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S