Accentnews.ge
„ტოვებენ პოზიციებს, ანადგურებენ მარაგს, ხიდებს": უკრაინის გენშტაბის ანგარიში ფრონტზე არსებულ ვითარებაზე

„ტოვებენ პოზიციებს, ანადგურებენ მარაგს, ხიდებს": უკრაინის გენშტაბის ანგარიში ფრონტზე არსებულ ვითარებაზე

04/10/2022 18:34:29 ევროპა

უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები მაიორსკის, ვიიმკას, სადავოს, ოზერიანოვკას, ზაიცევოს, ბახმუტის, ბახმუტსკოიეს, ვესელოეს, პერვომაისკოეს და ნოვომიხაილოვკას დასახლებებთან, – იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 4 ოქტომბრის საღამოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დასძენს, რომ რუსმა სამხედროებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 1 საჰაერო დარტყმა, 15-ზე მეტი დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემით. ამ თავდასხმების გამო 12-ზე მეტი დასახლება დაზარალდა, მათ შორის ხარკოვი, კრამატორსკი, ანდრეევკა (დნეპროპეტროვსკის ოლქი), ბახმუტი, ჟელეზნოდოროჟნოე, ვოზნესენსკი და პრიდნეპროვსკოე.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ავიაციამ დღის განმავლობაში 12 დარტყმა განახორციელა რუსეთის ჯარების პოზიციებზე, განადგურდა 2 საყრდენი პუნქტი, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 8 ადგილი, ასევე მოწინააღმდეგის 2 საზენიტო სარაკეტო სისტემა:

„გარდა ამისა, უკრაინულმა სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ დღის განმავლობაში დაარტყეს სამეთაურო პუნქტს, ასევე რუსული ჯარების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 2 უბანს“.

მოგვიანებით გენშტაბმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ უკრაინაში რუსული ჯარები უკანდახევისას ანადგურებენ ხიდებს და გადასასვლელებს, ასევე საბრძოლო მასალის მარაგს:

„განახლებული ინფორმაციით, 3 ოქტომბერს, უკრაინის სამხრეთით, თავდაცვის ძალების მიერ მტრის ოცდაათამდე სამიზნის განადგრება დადასტურდა. მტერი დემორალიზებულია, ტოვებს პოზიციებს, გადადის უსაფრთხო დისტანციაზე, ანადგურებს საბრძოლო მარაგს, ცდილობს, ხიდების და გადასასვლელების განადგურებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ეს კეთდება უკრაინის ჯარების შეტევის ტემპის შენელების მიზნით.

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია ხერსონის ოლქის რამდენიმე განთავისუფლებული დასახლების შესახებ. Reuters-მა 3 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს უდიდეს გარღვევას სამხრეთ უკრაინაში რუსული სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ: გაარღვიეს რუსული თავდაცვა და სწრაფად მიიწევდნენ მდინარე დნეპრის გასწვრივ. ანალოგიურ ცნობებს ავრცელებს BBC-ც და ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი. ამასთან, რუსმა ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ყოველდღიურ ბრიფინგზე წარმოდგენილი რუქის მიხედვით, რუსულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში მუნიმუმ, 30 კილომეტრით დაიხიეს უკან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S