
ბაქომ ერევანს 13-14 სექტემბერს დატყვევებული სამხედროები გადასცა
04/10/2022 19:46:40 კავკასია
4 ოქტომბერს ბაქომ ერევანს გადასცა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 13-14 სექტემბერს მომხდარი სისხლიანი შეტაკების დროს ტყვედ ჩავარდნილი ადამიანები, – განუცხადა რადიო აზატუტიუნს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სომხური ოფისის წარმომადგენელმა ზარა ამატუნიმ. ის ამატუნი არ აკონკრეტებს, ზუსტად რამდენი ტყვეზეა საუბარი.
საერთაშორისო იურიდიულ საკითხების ოფისის ცნობით, აზერბაიჯანმა სექტემბრის ბრძოლის შემდეგ 17 სომეხი სამხედროს დატყვევება დაადასტურა.
13 სექტემბერს, შუაღამისას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, სომხურ მხარეს 206 ადამიანი დაიღუპა და დაიკარგა, აზერბაიჯანის მხრიდან - 80 და ორივე მხრიდან ასობით დაიჭრა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 14 სექტემბერის საღამოს გამოცხადდა. თუმცა პერიოდულად ირღვევა, რის შედეგადაც ორივე მხარეს არის მსხვერპლი.