
ზელენსკი: "წინა ხაზიდან კარგი ამბებია – უკრაინის არმია არ ჩერდება, წინ მიიწევს"
04/10/2022 20:51:33 ევროპა
უკრაინის არმია საკმაოდ სწრაფად და ძლიერად მიიწევს წინ სამხრეთში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“დღეს წინა ხაზიდან კარგი ამბებია: უკრაინის არმია მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, საკმაოდ სწრაფად და ძლიერად მიიწევს წინ – ჩვენი ქვეყნის სამხრეთში. რუსული ფსევდორეფერენდუმისგან მხოლოდ ამ კვირაში რამდენიმე ათეული დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული”, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საუბარია დონბასზე და ხერსონის, ხარკოვის, ლუგანსკისა დონეცკის ოლქებზე:
“ხერსონის სამხედრო ცნობებიდან: ოკუპანტისგან გათავისუფლებულია და სტაბილიზირებულია დასახლებული პუნქტები ლიუბიმოვკა, კრეშჩენოვკა, ზოლოტაია ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დიდი და პატარა ალექსანდროვკები და დავიდოვ ბროდი. და ეს შორსაა სრული სიისგან… ჩვენი მეომრები არ ჩერდებიან. მხოლოდ დროის საკითხია, როდის განვდევნით ოკუპანტს მთელი ჩვენი მიწიდან”.
30 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონი რუსეთის ნაწილებად გამოაცხადა და თქვა, რომ მათ "ნებისმიერი არსებული საშუალებით" დაიცავს, თუმცა უკრაინას სექტემბერში წამოწყებული კონტრეტევა არ შეუწყვეტია აღმოსავლთის და სამხრეთის მიმრთულებით და უკვე გაათავისუფლა რამდენიმე დასახლებული პუნქტი.
იხილეთ ასევე: როგორ აღიარა რუსეთმა ხერსონთან უკან დახევა