
პოლიციამ „ორი ნაბიჯის“ თანამშრომლებზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა
05/10/2022 08:51:15 სამართალი
საპატრულო პოლიციამ „ორ ნაბიჯში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქეა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც თბილისში, სუპერმარკეტ „ორი ნაბიჯის“ ერთ-ერთ ფილიალში ძალადობის ფაქტია ასახული. სუპერმარკეტის თანამშრომლებს უცხოელი მომხმარებელი ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.