Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი – "ხალხის ძალის" რიტორიკაზე: "ხელისუფლების პოზიცია დამაბნეველია"

აშშ–ის ელჩი – "ხალხის ძალის" რიტორიკაზე: "ხელისუფლების პოზიცია დამაბნეველია"

05/10/2022 09:10:52 პოლიტიკა

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა "ხალხის ძალის" ანტიდასავლურ რიტორიკას და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დამაბნეველია.

"მე არ მსურს, კომენტარი გავაკეთო საქართველოს შიდაპოლიტიკურ ამბებზე, საზოგადოება ალბათ, თავად ხედავს, რა ხდება, ჩვენ გვითქვამს, რომ მთავრობისგან დამაბნეველი გზავნილი მოდის, ერთის მხრივ, მათ გვერდით ყოფნით, ვინც, როგორც ჩანს, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობას და მეორეს მხრივ, პრემიერ-მინისტრისა და სხვა პირებისგან გამოხატული პოზიციებითა და განცხდადებებით, რომლებიც პარტნიორობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს აშშ-სა და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან. მე ყოველთვის მსურს, ფაქტებით ვისაუბრო. ვიცით, რომ ბევრი დეზინფორმაციაა ჩვენს გარშემო. თუმცა სიმართლე ის არის, რომ აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგულად უჭერს მხარს და ეხმარება საქართველოს განვითარებაში, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით როგორიცაა ეკონომიკა, სუვერენიტეტი, დემოკრატია. თუნდაც ის ფაქტი, რომ ეკონომიკა მიდის წინ და კარგი ეკონომიკური ციფრებია ამ ეტაპზე, ამაში წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს მეგობრებს და მათ შორის – აშშ–ს, მათ შორის იმ დახმარებით, რაც პანდემიის პერიოდში განხორციელდა და მის შემდეგ. 30 წლის განმავლობაში, აშშ–ის მთავრობა ძალიან დიდ ძალისხმევას დებდა და დღემდე დებს, რომ დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი რწმენა, რომ მათი ქვეყანა მიდის ძლიერი განვითარებული დემოკრატიისკენ. ეს არის ქართველი ხალხის სურვილი. ჩვენ ასევე ვმუშაობდით ეკონომიკის და მრავალი სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის და რაც მთავარია, ინსტიტუტების განვითარებისთვის. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს თანამშრომლობა საქართველოსთან გავაგრძელოთ და დღევანდელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ განგვეახლებინა ჩვენი პარტნიორობა და გვესაუბრა იმ სხვადასხვა გზებზე, რითაც შეიძლება, ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს, რომ წავიდეს წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, განვითარებისკენ და მივაღწიოთ იმ საბოლოო მიზანს, რაც არის საქართველო სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში", – აცხადებს ელჩი.

ცნობისთვვის: გუშინ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიიდან "ხალხის ძალაში" კიდევ 5 დეპუტატის გადასვლის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ღირებულებით ნაწილში მათ შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის".

კობახიძის თქმით, „ტაქტიკური შეუთანხმებლობა“ არსებობს მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S