Accentnews.ge
დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში შეღწევა სცადეს

დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში შეღწევა სცადეს

16/10/2019 12:30:25 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

დევნილებმა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ, უწყების შენობაში შეღწევა სცადეს.

აქციის მონაწილეებმა დაახლოებით ერთი საათის წინ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრა მოითხოვეს და ამისთვის ერთსაათიანი ვადა მისცეს. ვადის ამოწურვის შემდეგ, მათ მინისტრის კაბინეტთან მისვლა სცადეს. თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. უცნობია, აპირებს თუ არა ეკატერინე ტიკარაძე დევნილებთან შეხვედრას. 

დღევანდელი აქციის მონაწილეების ძირითადი კითხვები ქულების მინიჭების სისტემასა და დაბალქულიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას შეეხება. აქციის მონაწილეები სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ქულების მინიჭება აპლიკანტებისთვის თანხის სანაცვლოდ ხდება.  აქციის მონაწილეები დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიის [რომელიც საცხოვრებელი ფართების გადაცემას განსაზღვარავს] გაუქმებას და მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S