პუტინის მოკავშირეებს შორის მზარდი განხეთქილებაა, რაც არყევს რეჟიმს – ISW

05-10-2022 14:11:32 მსოფლიო

მობილიზაციისას დაშვებული შეცდომებითა და უკრაინის წინააღმდეგ ომში განცდილი წარუმატებლობით რუსულ საინფორმაციო სივრცეში გამოწვეულ უთანხმოებას, შეიძლება, ჰქონდეს სერიოზული საშინაო შედეგები რუსეთისთვის და მან გავლენა იქონიოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის რეჟიმის სტაბილურობაზე, – იუწყება ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ყოველდღიურ ანგარიშში.

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ პუტინი ვერ შეძლებს, დააკმაყოფილოს მისი მხარდამჭერების სხვადასხვა ჯგუფის ურთიერთგამომრიცხავი მოთხოვნები: სამხედრო ბლოგერებისა და კორესპონდენტების, უშიშროების ჩინოვნიკების და ყოფილი მხლებლებისა და ვეტერანების ურთიერთგამომრიცხავი მოთხოვნები: სამხედრო ბლოგერებისა და კორესპონდენტების, უშიშროების ჩინოვნიკების და ვეტერანების.

„პუტინს ეს სამივე ჯგუფი სჭირდება, რათა მხარი დაუჭიროს მის საომარ ძალისხმევას, მაგრამ უკრაინაში წარუმატებლობა, ქაოტურ ნაწილობრივ მობილიზაციასთან ერთად, როგორც ჩანს, ძირს უთხრის რადიკალურ ნაციონალისტურ საზოგადოებას რუსეთში. პუტინი ცდილობს ამ საზოგადოების დამშვიდებას სახელმწიფო ტელევიზიით რამდენიმე სამხედრო ბლოგერის ჩვენებით; უშიშროების ძალებს უფლებას აძლევს, შექმნან საკუთარი ძალები და განაგრძონ შეტევითი ოპერაციები ბახმუტისა და დონეცკის ირგვლივ და დაამშვიდოს ვეტერანები მობილიზაციის განკარგულების გამოცემით და ომში ფართო საზოგადოების ჩართვით, როგორც ამას დიდი ხანია, ითხოვდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავდროულად, ISW აღნიშნავს, რომ პუტინი აშკარად ვერ აწონასწორებს რუსი ნაციონალისტების მოთხოვნებს, „რომლებიც მობილიზაციის დაწყების შემდეგ სულ უფრო აგრესიულები ხდებიან, მიუხედავად იმისა, რომ იზიარებენ პუტინის ომის საერთო მიზნებს უკრაინაში“.

„პუტინს არ შეუძლია, დაკარგოს რომელიმე ამ ჯგუფის მხარდაჭერა და ვერც ყველას მოთოვნას აკმაყოფილებს, რადგან ომი გრძელდება და რუსული ჯარები აგრძელებენ დანაკარგების მიღებას. ხარკოვისა და ლიმანთან მარცხმა, რომელსაც დაემატა ნაწილობრივი მობილიზაცია და მისი არასწორი მართვა, გამოავლინა ეს მზარდი განხეთქილება პუტინის მოკავშირეებს შორის.მათ შეიძლება, დათესონ კიდეც აზრი, რომ პუტინი სრულად ვერ აკონტროლებს თავის ბაზას. მისი რეჟიმისთვის მოვლენათა მსგავსი განვითარების შედეგების პროგნოზირება რთულია“, - აცხადებენ მკვლევარები.

ISW ასევე იტყობინება, რომ უკრაინის ჯარები აგრძელებენ წარმატების მიღწევას ხერსონის რეგიონში, ხოლო 4 ოქტომბერს განაგრძეს შეტევა ხარკოვისა და ლუგანსკის რეგიონებში.

ამ კვირაში ISW-მ გამოაქვეყნა თავისი მოხსენების სპეციალური ნომერი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ, რომელიც ეძღვნება რუსეთის საინფორმაციო სივრცეში განხორციელებულ "ძირითად ცვლილებებს" ლიმანთან და ხარკოვის რეგიონში რუსეთის დამარცხების შემდეგ და მარცხის და რუსული მობილიზაციის ფონზე. ISW აღნიშნავს, რომ რუსული საინფორმაციო სივრცე მნიშვნელოვნად გადაიხარა კრემლისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნარატივისაგან, რომ სიტუაცია კონტროლს ქვეშაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები